დღეს გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის.
წილისყრის შემდეგვე ნათელი გახდა, რომ ჩვენი ნაკრებისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი პირველივე შეხვედრა ექნებოდა, რადგან თურქეთი ჩვენი უშუალო კონკურენტია და საკუთარ მოედანზე აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება.
მოგეხსენებათ, საქრთველოს ჯგუფში თურქეთის გარდა ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებები არიან. პირველადგილოსანი პირდაპირ გადის, მეორე ადგილი კი ფლეი-ოფებს თამაშობს.
სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან მატჩში საქართველოს ნაკრებს ორი ფეხბურთელი - ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდება. მიუხედავად ამისა, ვილი სანიოლი თვლის, რომ მის ნაკრებს სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლია.
ნაკრებში 3 დებიუტანტია - 21-წლამდელებში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, ნოდარ ლომინაძე, გიორგი აბუაშვილი და გიორგი კვერნაძე ეროვნულ ნაკებში მოხვდნენ.
რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს, მათი ფეხბურთელები ბრწყინვალე ფორმაში არიან და მათი მიზანიც იგივეა - გამარჯვება პირველივე ტურში. თურქეთმა მატჩისწინა ვარჯიში სამშობლოში ჩაატარა და ამის სემდეგ ჩამოფრინდა თბილისში.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "რა თქმა უნდა, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა და საკმარისი არ იყო, თუმცა ეს ყველასთვის პრობლემაა და ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. გუშინდელმა ვარჯიშმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა და ფეხბურთელები მზად არიან.ეს ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებული მატჩია, განსხვავებული შემადგენლობით, შესაბამისად ამ ციკლს ახალი შემართებით ვხვდებით."
ვინჩენცო მონტელა (თურქეთის მწვრთნელი):"ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, პროგრესი აქვთ და იოლი მატჩი არ იქნება, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ და გვინდა, გამარჯვება მოვიპოვოთ.მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩია, დასაწყისი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ვეცდებით, ციკლი წარმატებით დავიწყოთ - ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება."
საქართველო - თურქეთი
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
4 სექტემბერი, 20:00
დინამო არენა, თბილისი
მთავარი მსაჯი: დავიდე მასა (იტალია)
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა









