ნიდერლანდები V ესპანეთი
დუელი, რომელშიც გაირკვევა საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე. თურქეთისა და ბულგარეთის ეროვნული გუნდების გარდა, "ჯვაროსნების" მეტოქე სწორედ ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის მოგებული იქნება. პირველი მატჩი გაიმართება როტერდამში, მეორე თამაშში კი მასპინძელი "ფურია როხა" იქნება.
აღნიშნული ნაკრებები უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მეოთხედფინალის ფარგლებში უპირისპირდებიან ერთმანეთს. აღნიშნული ეროვნული გუნდების რიგით მე-14 დუელი, რომელშიც აქამდე 6-ჯერ მოიგეს "მფრინავმა ჰოლანდიელებმა", 5-ჯერ პირენეელებმა, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ წყვილში გამარჯვებული 1/2 ფინალში საფრანგეთი-ხორვატიას შორის ერთ-ერთს შეხვდება.
იტალია V გერმანია
სანაკრებო ფეხბურთის კიდევ ერთი კლასიკა - იტალია გერმანიას მიიღებს. რიგით 38-ე დაპირისპირება, რომელშიც აქამდე 15-ჯერ იმარჯვა დღევანდელმა მასპინძელმა "სკუადრა აძურამ", 10-ჯერ მოიგო "ბუნდესნაკრებმა", 12 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ამ წყვილში გამარჯვებული კი ერთა ლიგის 1/2 ფინალში პორტუგალიასა და დანიას შორის ერთ-ერთს შეხვდება.
ერთა ლიგის ხუთშაბათის ყველა მატჩი:
21:00 - სომხეთი-საქართველო
21:00 - თურქეთი-უნგრეთი
23:45 - იტალია-გერმანია
23:45 - ნიდერლანდები-ესპანეთი
23:45 - ხორვატია-საფრანგეთი
23:45 - დანია-პორტუგალია
23:45 - უკრაინა-ბელგია
23:45 - საბერძნეთი-შოტლანდია
23:45 - ავსტრია-სერბეთი
23:45 - ბულგარეთი-ისლანდია
23:45 - სლოვაკეთი-სლოვენია
23:45 - კოსოვო-ისლანდია











