სეზონი უახლოვდება თავის დასასრულს, თუმცა ევროპის ლიგებში ინტრიგა შენარჩუნებული ჯერ კიდევ არის. განვიხილოთ შაბათის მატჩის დღე.
სენტ-ეტიენის უმძიმესი გამოცდა
ლიგა 1-ის 32-ე ტურის ფარგლებში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი მონაკოს მიიღებს. მასპინძლები იბრძვიან საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, "ლეს ვერტსი" ჯერჯერობით გასავარდნ ზონაშია. რაც შეეხებათ "თავადებს", მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა არის.
საჩემპიონო რბოლა ლა ლიგასა და სერია ა-ში
დღეს, თავის მატჩებს ჩაატარებენ ლა ლიგისა და სერია ა-ს ლიდერებიც. ბარსელონა ესტუმრება რეალ ვალიადოლიდს - მოწინააღმდეგეს, რომელიც უკვე სეგუნდა დივიზიონშია. დღეს თამაშობს კატალონიელების მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე, მილანის ინტერი, რომელიც ჰელას ვერონას მიიღებს.
"ბლაუგრანაც" და "ნერაძურიც" უდიდესი ალბათობით იქნება გადახალისებული შემადგენლობით, რადგან რამდენიმე დღეში მათ ერთმანეთის წინააღმდეგ საპასუხო შეხვედრის გამართვა მოუწევთ. დღეს ასევე ითამაშებს გუნდი, რომელმაც მეაცას ბინადრები კალჩოში პირველი ადგილიდან ჩამოაგდო.
საუბარია ნაპოლის შესახებ, რომელსაც სიმონე ინძაგის გუნდისგან განსხვავებით, ბევრად მარტივი კალენდარი აქვს. სერია ა-ს ახალი ლიდერის მეტოქე სტუმრად ლეჩე იქნება. აქვე დავამატებთ, რომ ინტერნაციონალე "პარტენოპეისთვის" ამ მომენტისთვის 3 ქულით ჩამორჩება.
შაბათის მატჩის დღე
| დრო | მატჩი | ტურნირი |
| 16:00 | ალავესი - ატლეტიკო | ლა ლიგა |
| 17:30 | ლაიფციგი - ბაიერნი | ბუნდესლიგა |
| 19:00 | სტრასბური - პსჟ | ლიგა 1 |
| 20:00 | ლეჩე - ნაპოლი | სერია ა |
| 20:30 | არსენალი - ბორნმუთი | პრემიერ ლიგა |
| 20:30 | ლას პალმასი - ვალენსია | ლა ლიგა |
| 20:30 | მალაგა - გრანადა | ლა ლიგა 2 |
| 22:45 | ინტერი - ვერონა | სერია ა |
| 22:45 | ატლანტა - ნეშვილი | MLS |
| 23:00 | ვალიადოლიდი - ბარსელონა | ლა ლიგა |
| 23:05 | სენტ-ეტიენი - მონაკო | ლიგა 1 |









