"ემპოლიში ადაპტაცია ძალიან გამიჭირდა. ახალი ქვეყანა, ცხოვრება, უცხო ენა, ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო. დაძაბულობას ვგრძნობდი სადებიუტო მატჩის დროსაც, მაგრამ საბედნიეროდ, "აძურიმ" მაგრძნობინა, რომ ერთი დიდი ოჯახის ნაწილი ვარ. ზეწოლა გაქრა, ახლა ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ.
ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე? გამოვარჩევ ორ ფეხბურთელს - კვარაცხელიას და ლეაუს. ისინი საოცრად ტექნიკურები არიან და მათი შეჩერება ძალიან რთულია", - განაცხადა ტოსკანელთა უკანახაზელმა.











