იანვარიდან გუნდში მნიშვნელოვანი დამატებებია - მაცოკი, ნგონჟე, ტრაორე და დენდონკერი. გუნდმა ყველაზე ადრე მაცოკი დაიმატა, ის ნელ-ნელა გუნდის სათამაშო ფილოსოფიას ერგება, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ წინა სეზონის მსგავსი პერფორმანსი შემოგვთავაზოს. რაც შეეხება ნგონჟესა და ტრაორეს, ისინი გუნდმა როტაციისთვის დაიმატა, მათ სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოპოვება გაუჭირდებათ. თუმცა ფსონი გაკეთებულია, მაცარი ფეხბურთელებს ენდობა.
მაცარის ახალ სათამაშო სქემას კარგად მოერგო ჟესუსი. ბრაზილიელმა კარიერის მობრუნება დაიწყო, თუმცა ტაქტიკის შეცვლამ საქმე უფრო გაურთულა ლინდსტრომს. დანიელი, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს კლუბს გამოიცვლის.
მაცარის გუნდის მთავარი თერთმეტეული მეორე წრისთვის ასე გამოიყურება. სათამაშო სქემა: 4-3-3
მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნათანი/ჟესუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
პენალტის მთავარი შემსრულებელი ოსიმენია, შემდეგ მოდიან პოლიტანო და ჟელინსკი.
ჯარიმის შესრულებას პოლიტანოს ანდობენ, თუმცა პოზიციის მიხედვით, შეიძლება სტანდარტულის ნიშნულთან ხვიჩა კვარაცხელია მივიდეს.

Francesco Calvi © RCS MEDIAGROUP