მიმდინარე სეზონში კილიან მბაპე შეუჩერებელია. გარდა იმისა, რომ ფრანგი თავდამსხმელი გოლს ყველა მატჩში იტანს, ის რეკორდს-რეკორდზე ამყარებს.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში რეალი კაირათს ესტუმრა და 5:0 გაანადგურა, სადაც მბაპემ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
მბაპე გახდა მეორე ფეხბურთელი, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სტუმრად ჰეთ-თრიკი სამ ან მეტ მატჩში აქვს შესრულებული. მსგავსი მიღწევა მხოლოდ ვეტერან იტალიელ თავდამსხმელს, ფილიპო ინძაგის აქვს დაფიქსირებული.
კაირათთან მატჩამდე, მბაპემ ჰეთ-თრიკი თავისივე მოედანზე ბრიუგეს 2019 წელს, ხოლო ბარსელონას 2021 წელს შეუსრულა.









