მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კილიან მბაპე იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ მბაპეს კარიერაში უკვე 400 გოლი აქვს გატანილი. მან ისტორიული რეკორდი დაამყარა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 400 გოლიან ნიშნულს მიაღწია (26 წლის). აქამდე, ეს რეკორდი პელეს ეკუთვნოდა.
მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარიშზე 20 მატჩში 23 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ამ გამარჯვებით კი საფრანგეთის ნაკრები ოფიციალურად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.









