ლა ლიგის მე-11 ტურში მადრიდის რეალმა ვალენსია საკუთარ კედლებში 4:0 გაანადგურა. ყველაფერი დაიწყო კილიან მბაპეს დუბლით, რის შემდეგაც პირველი ნახევრის ბოლოს თავისი ბურთი ჯუდ ბელინგემმაც შეაგდო. საბოლოო წერტილი კი შეხვედრის მიწურულს ალვარო კარერასმა დასვა.
პენალტით გოლის გატანის შესაძლებლობა ჰქონდა ვინისიუს ჟუნიორსაც, თუმცა მან "ღამურების" მეკარეს ვერ აჯობა. "სამეფო კლუბი" აგროვებს 30 ქულას და პირველ პოზიციაზე რჩება. უახლოეს მდევარ ვილიარეალთან სხვაობა 7 ქულას შეადგენს.
რეალი 4:0 ვალენსია
გოლები: 1:0, 2:0 კილიან მბაპე 19', 31', 3:0 ჯუდ ბელინგემი 44', 4:0 ალვარო კარერასი 82'.









