ლა ლიგის მეცხრე ტურში რეალ მადრიდმა ხეტაფე სტუმრად მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე შეაგდო კილიან მბაპემ, არდა გიულერის ასისტით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასპინძელმა "ლურჯებმა" შეხვედრა ორი გაძევებით დაასრულეს.
"სამეფო კლუბი" 24 ქულით რჩება პირველ ადგილზე და უახლოეს მდევარ ბარსელონას ორი ქულით უსწრებს. ლა ლიგის ლიდერის შემდეგი მეტოქე იქნება სწორედ კატალონიური კლუბი, იქამდე კი ბერნაბეუს ბინადრებს ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის იუვენტუსთან ელით შეხვედრა.
ხეტაფე 0:1 რეალი
გოლი: 0:1 კილიან მბაპე 80'.









