მოგეხსენებათ, ზაფხულში მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მადრიდის რეალში გადავიდა.
"წელს ჩვენთვის განსხვავებული სეზონია და ამაზე საუბარი პრობლემა არ არის. რაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, პსჟ-ში მბაპეს ვერავინ შეცვლის, ეს შეუძლებელია.
კილიანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუ საუკეთესო არა. ერთადერთი, რითიც მბაპეს შეცვლა შეგვიძლია, გუნდურობაა, რის ხარჯზეც წელს ვთამაშობთ.
ბევრჯერ დამტკიცდა, რომ გუნდურად კარგად ვთამაშობთ. შესაძლოა რაღაც მომენტში გოლები არ გადის, მაგრამ შემტევები ძლიერები გვყავს", - განაცხადა ვიტინიამ.










