ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში მადრიდის რეალი ესტუმრა ალმათის ქაირათს, რომელიც ანგარიშით 5:0 გაანადგურა. სტუმრების მხრიდან ჰეთ-თრიქი გაიფორმა კილიან მბაპემ, ასევე თითო გოლი ბრაჰიმ დიასმა და ედუარდო კამავინგამ შეაგდეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მატჩის მე-80 წუთზე მოედანზე გიორგი ზარია შემოვიდა. ის გახდა რიგით 29-ე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.
პარალელურ მატჩში კი ბერგამოს ატალანტამ ბრიუგე 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ იტალიური გუნდი 74-ე წუთამდე 0:1-ს მარცხდებოდა. დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურის კიდევ 7 შეხვედრა გაიმართება.
ქაირათი 0:5 რეალი
ატალანტა 2:1 ბრიუგე









