კილიან მბაპეს რეალში გადასვლის შემდეგ, ნეიმარმა სამეფო კლუბის ბრაზილიელი ფეხბურთელები (ვინისიუსი, როდრიგო და მილიტაო) გააფრთხილა, რომ მასთან ერთად თამაში ურთულესია.
"ნეიმარი რეალში მოთამაშე ბრაზილიელ ფეხბურთელებთან მეგობრობს და როდესაც მბაპეს ტრანსფერი დადასტურდა, ისინი გააფრთხილა, რომ კილიანთან თამაში ჯოჯოხეთურია. ახალი ამბავი არ არის, რომ პსჟ-ში ყოფნის დროს, მბაპეს და ნეიმარს შორის ცუდი ურთიერთობა იყო" — წერს ფრანგული მედია.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა და მბაპემ 2017-23 წლებში პსჟ-ს მაისურით ერთად 136 მატჩი ჩაატარეს — ბრაზილიელი შემტევი ამჟამად არაბულ ალ ჰილალში ირიცხება, ხოლო კილიანი გასულ ზაფხულში რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
La Liga
"მბაპესთან ერთად თამაში ჯოჯოხეთია" — ნეიმარმა რეალის ბრაზილიელი ფეხბურთელები გააფრთხილა









