პირველი ტაიმში მხოლოდ ერთი სახიფათო მომენტი ვნახეთ, როდესაც ლაციოს კუთხურს ვესინოს დარტყმა მოჰყვა. როსონერი ამ მომენტს სასწაულებრივად გადაურჩა. ამის მეტი საინტერესო, პირველ 45 წუთში, არაფერი მომხდარა.
მეორე ტაიმში წითელი ბარათი ვიხილეთ: 7-წუთიან მონაკვეთში ლუკა პელეგრინიმ ყვითელი ბარათი ორჯერ მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამის შემდეგ უპირატესობა მთლიანად მილანის მხარეს გადავიდა. 76-ე წუთზე როსონერი წინაც გავიდა, თუმცა ლეაოს გოლი ვიდეო რეფერიმ გააუქმა.
ამის შემდეგ ნოა ოკაფორის ჯერი დადგა, რომელმაც პროვედელს მაინც აჯობა და მილანი წინ გაიყვანა, 0:1. მატჩის ბოლომდე ლაციოს მხრიდან კიდევ ორი ფეხბურთელი გააძევეს, ჯერ მარუშიჩმა დატოვა მოედანი ნაადრევად, შემდეგ კი გენდუზიც მიჰყვა მას. სარის გუნდმა მატჩი 8 კაცით დაასრულა.
როსონერი სახლში 3 ქულით ბრუნდება.









