პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ყველაფერი კი მეორე ნახევარში მოხდა — ორი წითელი ბარათი და ორი გატანილი გოლი, მილანმა მძიმე ბრძოლაში ემპოლი 0-2 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. მილანიდან გოლების გატანა რაფა ლეაომ და ახალწვეულმა სანტიაგო ხიმენესმა მოახერხეს.
ამ გამარჯვების შემდეგ, სერჟიუ კონსეისაუს გუნდმა 38 ქულა მოაგროვა და დროებით მე-7 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება ემპოლის, ტოსკანელები 21 ქულით, მე-17 პოზიციაზე დარჩნენ.
მატჩში მონაწილეობა მიიღო საბა გოგლიჩიძემაც, რომელმაც სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 28-ე წუთზე შევიდა.
მატჩის მიმოხილვა









