სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს თასის ფინალი, სადაც ერთმანეთს იბერია 1999 და გორის დილა შეხვდნენ. მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება დილას დარჩა!
დილამ საქართველოს თასის მოგება დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. გორული კლუბი ბოლოს ამ ტიტულს 2012 წელს დაეუფლა, როდესაც ფინალში ზესტაფონი 4-1 დაამარცხა.
იბერია 1-3 დილა გორი
გოლები: 0-1 გიორგი ჯგერენაია (ს.კ.) 2', 0-2 დერეკ აგიაკვა (ს.კ.) 48', 1-2 გიორგი ჯგერენაია 71', 1-3 აბუბაქარ კონტე 90'.









