პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი სტემფორდ ბრიჯზე გაიმართა, სადაც ჩელსიმ მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა.
მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, რომელშიც ოდნავ უკეთესი შთაბეჭდილება მაიკლ კერიკის გუნდმა დატოვა. საბოლოო ჯამში სტუმრებმა ჩელსის მინიმალური ანგარიშით მოუგეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
მანჩესტერ იუნაიტედმა ამ გამარჯვების შემდეგ 58 ქულა მოაგროვა, რითაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს კიდევ უფრო მიუახლოვდა. რაც შეეხება ჩელსის, ლიამ როსენიორის გუნდი 48 ქულით, მე-6 პოზიციაზე დარჩა.
ჩელსი 0-1 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლი: 0-1 მატეუს კუნია 43'.









