ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში, მადრიდის რეალი სოსიედადს ესტუმრა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში სამეფო კლუბმა დებიუტშივე გახსნა — მე-12 წუთზე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა. 32-ე წუთზე კი ჰიუსენმა წითელი ბარათი მიიღო და სამეფო კლუბი 10 კაცით დარჩა. რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, 44-ე წუთზე არდა გიულერმა გამოიჩინა და ალონსოს გუნდი შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. 56-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად მიკელ ოიარზაბალმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა.
სოსიედადი 1-2 რეალი
გოლები: 0-1 მბაპე (12'), 0-2 გიუელრი (44'), 1-2 ოიარზაბალი (56')
4 ტურის შემდეგ, რეალს 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს. სამეფო კლუბი მომდენო ტურში საკუთარ კედლებში ესპანიოლს უმასპინძლებს.









