სანაკრებო პაუზა, პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერების საძულველი პერიოდია, თუმცა საქართველოს ნაკრების დამსახურებით დრომ ის გაირბინა, “უფენტეზობა” საერთოდ არ გვიგვრძვნიაა.
მე-4 ტურის წინ, მთავარი ვნებათაღელვა, ვაილდქარდს უკავშირდება. გახსოვდეს ვაილდქარდი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარებაა, რომლის გამოყენებაც სეზონში მხოლოდ ორჯერ შეგიძლია.
ეს სტატია ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებასა და La Gazzetta dello Sport Georgia-ის ლიგაში პოზიციების გაუმჯობესებაში დაგეხმარება.
მე-4 ტურის “Preview” & Wildcard
აუცილებელია თუ არა სალაჰის ყიდვა მე-4 ტურში ?
სალაჰი საუკეთესო ღვინოსავითაა, დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო კარგი ხდება. როგორც მე-4, ასევე განვლილ ტურებში ჰოლანდთან (£15.2) ერთად სალაჰი (£12.7) პრემიერ ლიგის ფენტეზის ყველაზე სასურველი მოთამაშეა.
აუცილებელია ეგვიპტელის ყიდვა მე-4 ტურში ?
თუ ამისთვის მინუს ქულების აღება ან ვაილდქარდის გაკეთება გიწევს, არ იჩქარო. ეს კითხვა დაგეხმარება - ვის კაპიტნობას აპირებ მე-4 ტურში? თუ შენი კაპიტანი ჰოლანდია, მაშინ თუნდაც სალაჰისთვის მინუს ქულების აღება არ ღირს.
რა თქმა უნდა, ფორესტის წინააღმდეგ, სალაჰის ყიდვა სასურველია, მაგრამ აუცილებელი არაა.
აუცილებელია სალაჰის ყოლა მე-5 ტურში ?
კი, კი და კი, ასეა რადგან მე-5 ტურში სალაჰი შინ “ალუბლებს” დაუხვდება, ამავე სათამაშო დღეს ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და არსენალი დაუპირისპირდებიან. შესაბამისად მო კაპიტნობის საუკეთესო კანდიდატია.
გამართლებულია თუ არა საკას და ისააკის გაყიდვა, სალაჰისა და ჟოაო პედროს სანაცვლოდ?
სალაჰის საყიდლად ეს ყველაზე პოპულარული სვლაა. ორივე, საკაც (£10.1) და ისააკიც (£8.5) ამ ტურისთვის სასურველი FPL აქტივია. სრულებით შესაძლებელია მე-4 ტურში, ამ დუომ სალაჰსა და ჟოაო პედროზე (£5.7) მეტ ქულას მოუყარონ თავი.
შესაძლოა არც ისააკის ინტერვიუ გამოგრჩენია, შვედი სიურპრიზს ჰპირდება პრემიერ ლიგის ფენტეზის იმ მენეჯერებს ვინც, ის გუნდიდან გაუშვა:
“"It's better to hear when people have transferred me out and then I score two goals."
თუმცა, თუ მოს ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, საკას გაშვება ოპტიმალური გზაა.
ისააკის გაყიდვა, ვულვზთან მატჩის წინ სარისკო ნაბიჯად მოსჩანს. ბიუჯეტურ ფორვარდებს შორის ამ რისკს ყველაზე უკეთ ჟოაო პედრო აბალანსებს. ბრაზილიელის სასარგებლოთ რამდენიმე ძლიერი არგუმენტი იყრის თავს:
ბრაიტონს შესანიშნავი კალენდარი აქვს - IPS (H), NFO (H);
ჟოაო ამ სეზონში იშვიათად იცვლება, მას მეტი სათამაშო დრო აქვს - სწორედ ამიტომ ვამჯობინებთ ველბეკს (£5.7);
ბიუჯეტური ფორვარდისთვის £5.7იდეალური ფასია. გასული სეზონის მსგავსად, დიდი ალბათობით პენალტისტი კვლავ ბრაზილიელი იქნება
ასევე მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ჟოაო პედრომ სანაკრებო პაუზის დროს მოედანზე 45 წუთი დაჰყო და მატჩის დასრულებისთანავე კერძო თვითმფრინავით ინგლისისკენ გამოფრინდა. ექსპერტების აზრით ხანგრძლივი ფრენის მიუხედავად, ბრაზილიელი იფსვიჩს პირველივე წუთებიდან შეუტევს.
საუკეთესო ბიუჯეტური ნახევარმცველები - ბიუჯეტი £6.0
მორგან როჯერსი (£5.1) და იანკუბა მინტე (£5.5) ამ თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული FPL მოთამაშეები არიან. ასეთი ფასის მოთამაშეები მნიშვნელვანია სხვანაირად შეუძლებელია ერთდოულად სალაჰის, ჰოლანდისა და ტრენტის გუნდში ერთად ყოლა.
მინტე ფენტეზის მოთამაშეების მხოლოდ 2%_ს ჰყავს, წინ კი “თოლიებს” ორი საშინაო დაპირისპირება ელით ბრაიტონისა და ნოტინგჰემის წინააღმდეგ. მიტომა (£6.6) ერთი შეხედვით უკეთესი ოპციაა თუმცა, იაპონელია შედარებით ძვირია.
კიდევ უფრო საინტერესო ალტერნატივა როჯერსია, ინგლისელმა სამივე მატჩში 90 წუთი გაატარა მოედანზე, ამასთანავე “ვილანებსაც” ბრაიტონის მსგავსად მომდევნო ტურებში ხელსაყრელი მეტოქეები ჰყავთ.
ტური 4 - EVE (H)
ტური 5 - WOL (H)
ტური 6 - IPS (A)
სხვა ალტერნატივები:
სემენიო (£5.6) - რთული კალენდარი აქვს - CHE (H), LIV (A)
ESR/ემილ სმიტ როუ (£5.6) - სარისკოა წუთების თვალსაზრისით, მოედანზე საშუალოდ 67 წუთს ატარებს;
მაკნილი (£5.5) - ევერტონი ცუდ ფორმაშია.
საუკეთესო FPL მოთამაშეები ლივერპულიდან
ლივერპულს წინ, ორი ძალიან მიმზიდველი საშინაო მატჩი აქვს ფორესტისა და ბორნმუთის წინააღდმეგ. თუ ამ ტურში აკეთებ ვაილდქარდს, შესაძლოა მერსესაიდელების სამი ფეხბურთელის აყვანას გეგმავდე, ამიტომ სწორ სელექციას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩემპიონთა ლიგა ძალიან მალე აიღებს სტარტს, ლივერპულის რიგებში როტაციას უპირატესად წინა ხაზში უნდა ველოდოთ, სწორედ ამიტომ წუთების თვალსაზრისით უმჯობესია არჩევანი ამ ტრიოზე შეაჩერო - სალაჰი (£12.7), რობერტსონი (£6.0), ტრენტი (£7.0). უკანა ხაზი კი მოსალოდნელი წუთების გარდა, დაცვითი სოლიდურობითაც გამოირჩევა, ლივერპულმა სამივე მატჩში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
ლუის დიასსა (£7.6) და დიოგო ჯოტაზე (£7.6) უარის თქმა რთულია, თუმცა მოედანზე გატარებული წუთები მნიშვნელოვანია. თუ მაინც შემტევებზე ფიქრობ აქცენტის გაკეთებას, მნიშვნელოვანია იცოდე, რომ პორტუგალიელს ბოლო სამ მატჩში სამჯერ აქვს აღებული ფორესტის კარი.
როდისაა ვაილდქარდისთვის ხელსაყრელი დრო ?
ამ ეტაპზე ვაილდქარდის გაკეთების ორი ალტერნატივა იკვეთება: მე-4 და მე-6 ტურში, რასაც ლივერპულისა და არსენალის უახლოესი კალენდარი განაპირობებს. ლივერპულს მე-4 და მე-5 ტურებში უწინასწარმეტყველებენ “იოლ გასეირნებას”, არსენალისთვის სასურველი კალენდარი კი-6 ტურიდან იწყება.
ვაილდქარდის მე-4 ტურში გაკეთება გამართლებულია თუ:
○ არ გყავს არც სალაჰი და არც ტრენტი;
○ არ გყავს ბრაიტონის ფეხბურთელები;
○ გყავს არსენალის 3 ფეხბურთელი;
○ გყავს ტრავმირებული ან სათადარიგოს სკამის ფეხბურთელები.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაილდქარდისთვის ხელსაყრელი დრო მე-6 ტურია.
თუ მე-5 ტურში სალაჰის დამატება მინუს ქულების გარეშე შეგიძლია და მიმდინარე ტურში ბრაიტონის ერთი შემტევი მაინც გეყოლება, ვაილდქარდი შემონახვა სჯობს.
მე-6 ტურიდან კი “არსენალზე გადართვა” შეგეძლება.
რა ვუყოთ ბრუნო ფერნანდეშს?
თუ პორტუგალიელი ამ დრომდე შენს გუნდშია, რკინის ნერვები გქონია. ბრუნომ (£7.6) უფრო კი მანჩესტერმა კვლავ ყველას გაუცრუა იმედები, მაგრამ თუ ფერნანდეში ამ დრომდე არ გაგყიდია და არც ვაილდქარდის გაკეთებას არ აპირებ, მაშინ გირჩევ კიდევ ერთი ტური მოიცადო.
მიმდინარე სეზონში საუთჰემპტონმა ყველაზე მეტი დიდი შანსი შეაქმნევინა მეტოქეებს, პარალელურად ბრუნო შეტევით მეტრიკებში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს იკავებს, თუმცა არც მისი დარტყმები და არც ასისტები შედეგიან ქმედებად ჯერ არ ითარგმნება.
როჯერსი ვათამაშოთ თუ სმიტ-როუ ?
როჯერსმა სამივე მატჩში 90 წუთი ითამაშა, ESR_ს კი ნაადრევად ცვლიან. სწორედ ამიტომ თუ ამ დილემის წინაშე დგახარ მორგან როჯერსი უფრო უსაფრთხო ალტერნატივაა.
თანაც ვილას გამარჯვება უფროა მოსალოდნელი დასუსტებულ ევერტონთან, ვიდრე ფულჰემის შედეგიანი მატჩი “ჩაქუჩების” წინააღმდეგ.
ვიყიდოთ თუ არა რიკო ლუისი?
ამ კითხვაზე პასუხი მეტწილად გუნდის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. თუ გვარდიოლა როტაციას მიმართავს შენს გუნდს საკმარისი დაცვითი სიღრმე უნდა ჰქონდეს.
ჩემპიონთა ლიგის მოახლოებასთან ერთად ცნობილი “პეპის რულეტკის” ალბათობა მით უფრო იზრდება, შესაბამისად რიკო ლუისის (£4.7) წუთები პირდაპირი და გადატანილი მნიშვნელობით “დათვლილია”. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ინგლისელს ბევრად მეტ სათამაშო დროს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ სიტიში უკიდერესად მძაფრი კონკურენციაა.
მიუხედავად ამისა რისკი რიკოზე შესაძლოა გამართლებული აღმოჩნდეს, ექსპერტები მას სასტარტოში, პრემიერლიგურ მატჩებში შედარებით იოლ ოპონენტებთან ელიან. ამასთანავე ლუისი იგივე შეტევით ფუნქციებს ასრულებს, რასაც წინა სეზონში გვარდიოლი ასე წარმატებით ართმევდა თავს, სწორედ ამის დამსახურებაა რომ 3 ტური შემდგომ, მეტოქის საჯარიმოში ბურთთან შეხების რაოდენობით ის მცველებს შორის პირველ ადგილზეა 18 შეხებით. მაშინ როდესაც მეორე ადგილოსანს მხოლოდ 8 შეხება აქვს.
მე-4 ტურის კაპიტანი
კაპიტნის არჩევა ჰოლანდსა და სალაჰს შორის მოგიწევს. გადაწყვეტილების მიღებას ქულების პროექციული მაჩვენებლები გაგიმარტივებს, ამ მეტრიკის მიხედვით უპირატესობა ნორვეგიელს აქვს.
მოსალოდნელი ქულები:
ჰოლანდი 8,7 ქულა
სალაჰი 8,9
ეზე 7,2
საკა 6.6
ისააკი 6.2
როგორ გავწევრიანდე LaGazzetta-ს ლიგაში?
ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ავტორი: გიორგი მახარაძე
პრემიერ ლიგის ფენტეზი - რა უნდა გავითვალისწინოთ მე-4 ტურის წინ?









