მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ქართველი მცველის შესახენ კომენტარი რობერტო დ'ავერსამ გააკეთა.
"გოგლიჩიძის თამაშს რომ ვუყურებდი, მეგონა კარგად გამოცდილი მცველი თამაშობდა. მისი პროგრესი აშკარაა, თუმცა მის და სხვა ახალგაზრდების მიმართ უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ.
გოგლიჩიძე ახალგაზრდაა, მაგრამ ორივე მატჩი მან მაღალ დონეზე ჩაატარა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდებს კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი და ამის საშუალება უნდა მივცეთ", - განაცხადა ემპოლის თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძემ ბოლონიასთნა და იუვენტუსთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.










