თბილისი არენაზე მიმდინარე 2026 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.
73 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა — ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ჰიდაიატ ჰეიდაროვი დაამარცხა და კარიერაში მეორედ დაეუფლა ევროპის ჩემპიონის ტიტულს.
ამრიგად, ევროპის ჩემპიონატის მეორე საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ხვალ კი საქართველოდან მედლებისთვის ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე და ნინო წიკლაური იბრძოლებენ.









