დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში, რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. "ბორჯღალსონებმა" რუმინეთთან ამ გამარჯვებით ანთიმოზ ივერიელის თასი მეთვრამეტედ მოიგეს.
მატჩის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ისაუბრა:
"ბევრი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მაინც მოვახერხეთ დიდი ანგარიშით მოგება. ფაქტია, შეგვიძლია ბევრად მაგრები ვიყოთ, ვიდრე ახლა ვართ და მოგვეთხოვება ბევრად უკეთესები ვიყოთ. ვისურვებდი, მოთმინება იყოს გაუმჯობესებული, მეორე ტაიმის პროგნოზი იყო, რომ ვერ გაგვიძლებდნენ, დაიღლებოდნენ და ასეც მოხდა.
ფინალში პორტუგალიას ვისურვებდი, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რევანში გვაქვს ასაღები და იმედია, ფინალში გამარჯვებას მოვახერხებთ," - განაცხადა მერაბ შარიქაძემ.
რაგბი ევროპის მეორე ფინალისტი ხვალ პორტუგალიასა და ესპანეთს შორის მატჩის შემდეგ გაირკვევა.
მერაბ შარიქაძე: შეგვიძლია ბევრად მაგრები ვიყოთ, ვიდრე ვართ











