
"კონცეპტი მთლიანად შევცვალეთ - შასი, წონის გადანაწილება, ჰაერის ნაკადის მართვა. თითქმის ყველა დეტალი განახლებულია და ვფიქრობ, რომ მხოლოდ ასე შეგვიძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა" - განაცხადა გუნდის დირექტორმა, ტოტო ვოლფმა.

შეგახსენეთ, რომ გასულ სეზონზე მერსედესმა 409 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ლუის ჰემილტონმა 234 ქულა მოაგროვა, ხოლო ჯორჯ რასელის ანგარიშზე 175 ქულაა. ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონი სტარტს 2 მარტს, ბაჰრეინში აიღებს და 8 დეკემბერს აბუ დაბიში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ წელს სარეკორდო, 24 რბოლა გაიმართება.










