მოჰამედ სალაჰი ეგვიპტის ნაკრებს აფრიკის ერთა თასზე გამარჯვების მოპოვებაში კვლავ დაეხმარა. მისმა ეროვნულმა გუნდმა დაამარცხა სამხრეთ აფრიკა, 3 ქულის მომტანი 11-მეტრიანი კი ზუსტად სწორედ ლივერპულის ლიდერმა შეასრულა. ვეტერანი ფორვარდი კონტინენტის პირველობაზე თამაშობს 2017-დან და ამ დროიდან მოყოლებული ეგვიპტელ შემტევს ჯამში 9 ბურთი დაუგროვდა.
აფრიკის ერთა თასზე არავის გაუტანია მერსისაიდული გუნდის მე-11 ნომერზე მეტი გოლი მისი დებიუტის მომენტიდან. საინტერესოა, რომ "ფარაონის" მსგავსად, 9 ბურთი კონტინენტის პირველობაზე შეგდებული აქვს სადიო მანესაც, მაგრამ მისი დებიუტი შედგა 2015-ში, პირველი გოლი კი თავის ანგარიშზე მან კონკურენტზე 11 დღით ადრე ჩაიწერა.
გამოსარჩევია ისიც, რომ 2017 წლიდან - დღემდე, სალაჰს აფრიკის ერთა თასზე შედეგიანი ქმედებების მაჩვენებლით (13 - 9 გოლი, 4 საგოლე გადაცემა) უსწრებს ისევ და ისევ სენეგალელი ფორვარდი (15 - 9 ბურთი, 6 ასისტი). წელს, კონტინენტის პირველობაზე არიან როგორც ეგვიპტელი შემტევი, ისე ალ ნასრის წინახაზელიც, მაგრამ ამ უკანასკნელს შედეგიანი ქმედება ჯერ არ განუხორციელებია.









