ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მოსკოვის ლოკომოტივში, იური სიომინმა პარის სენ-ჟერმენის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. რუსმა დამრიგებელმა განმარტა, თუ რატომ ვერ ახერხებდა პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებას გასულ წლებში.
"შეხედეთ, როგორ თამაშობს კვარაცხელია პარის სენ-ჟერმენში. მატჩის 90-ე წუთზე ის ჩამორბის საკუთარ საჯარიმოში, მოწინააღმდეგეს ართმევს ბურთს და შეტევას იწყებს. იგივე ნეიმარს არ შეეძლო იმის გაკეთება, რასაც ხვიჩა აკეთებს. იგივე ითქმის მესიზეც, რომლისთვისაც ეს წარმოუდგენელი იყო.
ადრე, პსჟ იყო სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი, თუმცა არასტაბილური. წინ მყოფი სამი თავდამსხმელი სხვების დასახმარებლად არაფერს აკეთებდა. ახლა სხვა ვითარებაა და ქართველი ვინგერის გარდა, წარმოუდგენელ სამუშოს პარიზელთა სხვა შემტევებიც ასრულებენ. "









