"მესი და რონალდუ ჩემთვის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგეები არიან. ვინ არის მათ შორის საუკეთესო? - ისინი ფეხბურთის ჯორდანი და ჯეიმსი არიან. ჩემთვის, უფრო ახლის მაინც კრიშტიანუ არის, რადგან რამდენიმე სეზონის მანძილზე მის გვერდით ვთამაშობდი. ზოგადად კი ორივე მათგანი მწვერვალზე არიან.
შეუძლებელია მათ შორის საუკეთესოს გამორჩევა", - განაცხადა "ბებერი ქალბატონის" ყოფილმა კაპიტანმა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი 2018 წელს სწორედ "ბიანკონერიში" გადავიდა. ერთობლივი ძალებით მოიპოვეს 2 სკუდეტო, 2 იტალიის სუპერთასი და იტალიის თასი. ამის შემდეგ, პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტანი მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა.











