პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ლიდერი უსმან დემბელე მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ ვარსკვლავზე ლეო მესიზე და მასთან ურთიერთობაზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ მესი და დემბელე ერთად კატალონიის ბარსელონაში გამოდიოდნენ.
"გაცნობის პირველივე დღიდან მე და ლეოს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. გასახდელში ჩვენი ადგილები გვერდი-გვერდ იყო და ბევრ რჩევას მაძლევდა. ერთი რჩევა მან ის მომცა, რომ თუ ჩემი ოცნებების ასრულება მინდა, საქმეს სერიოზულად უნდა მოვეკიდო და სრულად უნდა ვკონცენტრირდე.
ამის შემდეგ, მას მოედანზე სულ ვუყურებდი და ბევრ რამეს ვსწავლობდი. მესი საოცრად თამაშობდა, მოედანზე თითქოს უხილავი ხდებოდა. როგორც კი ბურთს მიიღებდა, იცოდა, რა უნდა გაკეთებინა.
მესიმ ფეხბურთი უმაღლეს დონეზე იცის და ჩემს შვილს ახლაც ვუყვები, რომ ლეოსთან ერთად თამაში მომიწია"









