"ჩემი ნება რომ იყოს, რონალდუს გვერდით ვითამაშებდი. მე გამთამაშებელი ვარ, ის კი თავდამსხმელი, რაც ნიშნავს იმას, რომ მას საგოლე გადაცემებით მოვამარაგებდი. რაც შეეხება მესის, ჩემს მსგავსად, ისიც ფლეიმეიქერია, ასე რომ თითქმის იგივე ფუნქცია-მოვალეობები გვაქვს. აქედან გამომდინარე, კრიშტიანუს ვირჩევ", - განაცხადა "ქალაქელთა" კაპიტანმა.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის გამთამაშებელი "ლურჯებში" თამაშობს 2015 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 414 შეხვედრაში 106 გოლი გაიტანა. ამის გარდა, პეპ გუარდიოლას გუნდის მე-17 ნომერმა მოიგო 16 ტიტული, მათ შორის 6-ჯერ პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაც.











