მადრიდის რეალისა და ლისაბონის ბენფიკას მატჩში რასისტული ინციდენტის გარდა, მოხდა კიდევ ერთი სკანდალური ეპიზოდი. ვინისიუს ჟუნიორს დასცინა ნიკოლას ოტამენდიმ, მუნდიალის თასის ტატუს დემონსტრირებით. ვეტერანმა უკანახაზელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის მსოფლიო ჩემპიონია, ბრაზილიელი ფორვარდი კი, არა.
ამ ეპიზოდს გამოეხმაურა "სამეფო კლუბის" ყოფილი ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი, რომელმაც "არწივების" კაპიტანი მწვავედ გააკრიტიკა. ნიდერლანდელი ექს-ფლეიმეიქერის თქმით, 38 წლის უკანახაზელის როლი არგენტინის ეროვნული გუნდის ჩემპიონობაში მიზერულია.
"ოტამენდი ბავშვურად მოიქცა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ მისი გუნდი მარცხდებოდა. ვინისიუსის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ნიკოლასს ვეტყოდი: ეს მუნდიალი თქვენთვის მოიგო მესიმ, შენ არაფერ შუაში ხარ. ის დასცინის რეალის მოთამაშეს, რომელმაც არგენტინელი უკანახაზელისგან განსხვავებით, უამრავი ტიტული მოიგო"









