ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ ის პერიოდი გაიხსენა, როცა ის ატლეტიკოში თამაშობს და ლეო მესის წინააღმდეგ მოუწია თამაში.
"როცა ატლეტიკოში ვთამაშობდი, ახალგაზრდა ვიყავი. ერთ-ერთ ეპიზოდში, გამოსვლა და ბურთის გადაგდება მომიწია. როცა კარში ვბრუნდებოდა, გადავწყვიტე, მესის დავჯახებოდი, რათა იმ მომენტში თამაშიდან გამომეთიშა. მთელი სხეულით, მთელი ძალით დავეჯახე და მეგონა წაიქცეოდა, თუმცა ადგილიდან არ დაძრულა.
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ მესიც და რონალდუც ყველა დეტალს ყურადღებას აქცევდნენ. ლეო ფიზიკუ ასპექტზეც ბევრს მუშაობდა.
მაინტერესებს, ვინ იქნება ფეხბურთელი, ვინც მათ დონეზე ითამაშებს. არ ვგულისხმობ, ერთი ან ორი წლით თამაშობს. მთავარია, რონალდუ-მესის მსგავსად სტაბილურად 20 წელი ითამაშოს", - განაცხადა დე ხეამ.









