გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალს ოფიციალურად შეუერთდა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა ესპანური გუნდის შემადგენლობაში უკვე პირველი ვარჯიშების ჩატარება მოასწრო. ისმის კითხვა: როდის შედგება ქართველი ფორვარდის დებიუტი "სუბმარინას" რიგებში? წინ, 2 ხმაურიანი შეხვედრა არის.
13 სექტემბერს, ლა ლიგის უახლოეს ტურში "ყვითლები" ესტუმრებიან მადრიდის ატლეტიკოს და თუ არ მოხდა რაიმე გაუთვალისწინებელი, ლიონის ყოფილი ფორვარდის დებიუტი ახალ კლუბში სწორედ ამ შეხვედრაში შედგება. 3 დღის შემდეგ, სერამიკას ბინადრებს ელით კიდევ ერთი თამაში სტუმრად, ლონდონში, ტოტენჰემთან, ევროსარბიელზე.
"სპურსის" წინააღმდეგ თამაშის შემთხვევაში, მარსელინო გარსიას გუნდის ცხრიანის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზეც შედგება. როგორც ვხედავთ, 3 დღის შუალედში 24 წლის ფორვარდს ელის ორი რთული გამოცდა ევროპის ტოპ კლუბების წინააღმდეგ.









