ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დინამო თბილისმა საკუთარ მოედანზე ტორპედო მიიღო და 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ, დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიემრ კაკაშვილმა და ტორპედოს მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა საშა ფრანციმ კომენტარი გააკეთეს.
ვლადიმერ კაკაშვილი (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი): "ყველა თამაშზე მინდიროზე მინროზე მოსაგებად გავდივართ. ისეთი მოწინააღმდეგე, როგორიც ტორპედოა, გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა და მოხარული ვარ, რომ ეს გამარჯვება დამსახურებული იყო. მეტოქეს ყველაფერში ვაჯობეთ და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ბიჭებს მაქსიმუმის გაღებისთვის"
საშა ფრანცი (ტორპედოს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): "წინა მატჩები ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე დღევანდელი. დღეს ბევრი შეცდომა დავუშვით, რის გამოც ორი გოლი მივიღეთ. ჩემი აზრით, ერთადერთი პრობლემა, რის გამოც წავაგეთ, მარტივი შეცდომების დაშვება იყო"









