მილანის ამერიკელმა მფლობელმა, ჯერი კარდინალემ Corriere della Sera-სთან დიდი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა:
"მილანის გაყიდვა? იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც ეს სურთ, იმედებს გავუცრუებ, მე მილანიდან წასვლას კიდევ დიდი ხანი არ ვგეგმავ. ჩემზე მეტად ამ კლუბის წარმატება, არავის სურს. უბედნიერესი ვიქნები, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგას ისევ მოიგებს."
"სერია ა-ს დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ ბევრ რამეში გვჭირდება განახლება, პირველ რიგში კი ტრავმების ეპიდებიას უნდა ვუშველოთ. ჩემით დაწყებული, გუნდში მომუშავე ბოლო წევრით დასრულებული, მილანის განვითარებზე უნდა ვფიქრობდეთ. ყველას მეტის გაკეთება გვმართებს, ამიტომ მე ჯერ აქედან წასვლას არ ვაპირებ, ჩემზე მეტად ტიტულების მოგება, დამიჯერეთ, არავის უნდა."
"ვფიქრობ, პიოლიმ ძალიან რთულ სიტუაციაში გუნდს კარგად ულიდერა და თავისი საქმე წარმატებით შეასრულა. ასე უბრალოდ ვერ გავუშვებ მწვრთნელს, მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც არის შესაცვლელი. ბევრი რამ გავაკეთეთ გუნდის წარმატებისთვის, ზაფხულში ბევრი რამ შეიცვალა, მილანი კი ზრდას აგრძელებს. ჩემპიონატში მეორე ადგილთან ახლოს ვართ და ეს სწორედ მწვრთნელის, მისი გუნდისა და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დიდი დამსახურებაა. რენის წინააღმდეგ ნაჩვენები ფეხბურთით, ძალიან კმაყოფილი ვარ. ასეთი მატჩები, ფეხბურთელებს დიდ მოტივაციას აძლევს. ბევრი ახალი ტრანსფერის მიუხედავად, გუნდი წინ მიიწევს და პროგრესი ნათელია."
"ახალი სტადიონი? ძალიან მიხარია, რომ პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით, ამ პროექტზე მუშაობა 18 თვის წინ დავიწყეთ და უკვე დიდი წინსვლა გვაქვს. ვამაყობ, რომ 2011 წლის შემდეგ, იტალიაში პირველი ახალი სტადიონი მილანის იქნება. რაც შეეხება სან სიროს რეაბილიტაციას, არამგონია, ამაზე ნაკლებად ვფიქრობ."
Serie A
"მილანი არ იყიდება, აქ დიდი ხნით დარჩენას ვგეგმავ", - კარდინალე









