პირველი ტაიმი იუვენტუსის აშკარა უპირატესობით წარიმართა — ტიაგო მოტას გუნდი კენან ილდიზმა დააწინაურა კიდევაც, თუმცა მეორე ტაიმის სტარტიდან მოყოლებული უპირატესობა მილანის მხარეს გადავიდა, რასაც ორი გატანილი გოლი მოჰყვა. თავის გამოჩენა ჯერ კრისტიან პულისიკმა მოახერხა, რომელმაც პენალტი შეასრულა ზუსტად, შემდეგ კი იუნუს მუსას აქტიურობას ფედერიკო გატის ავტოგოლი მოჰყვა, 1-2.
იტალიის სუპერ თასის ფინალში მილანურ დაპირისპირებას, კერძოდ დერბი დელა მადონინას ვიხილავთ. მილანი და ინტერი ამ სეზონში უკვე მეორედ დაუპირსპირდებიან. მატჩი 6 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა










