ფონსეკას გუნდმა კარგი პრესეზონის მიუხედავად, ტორინოს საინტერესო ვერაფერი შესთავაზა, რაც სტუმარმა გუნდმა კარგად გამოიყენა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. თითქოს ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ ვანოლის გუნდი დამსახურებულ 3 ქულას ჩაიწერდა, თუმცა შემდეგ საქმეში შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები ჩაერთვნენ — 89-ე წუთზე ალვარო მორატამ ტიჯანი რეინდერსის პასით გოლი გაიტანა, შემდეგ კი 95-ე წუთზე იუნუს მუსას გადაცემას ნოა ოკაფორი გამოეხმაურა და მილანმა საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა.
მეორე გატანილი გოლის შემდეგ, "როსონერი" კიდევ ცდილობდა გატანას, თუმცა დრო ფიზიკურად აღარ ეყო ფონეკას გუნდს. მატჩი საბოლოოდ 2:2 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
შეხვედრის 89-ე წუთზე მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საბა საზონოვი შევიდა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









