მასპინძელ გუნდს საწყისი წუთები არც ისე კარგი ჰქონდა, თუმცა ტაიმის მიწურულს მილანმა 5 წუთიან მონაკვეთში ლეჩეს 3 გოლი გაუტანა და თამაშიც დაამთავრა. მატჩში ანგარიში ალვარო მორატამ გახსნა, რომელმაც ტეო ერნანდესის საგოლე გადაცემას გამოეხმაურა. აქედან ზუსტად სამ წუთში კი თავად ფრანგმა მოახერხა გოლის გატანა — ამჯერად საგოლე გადაცემით რაფა ლეაო გამოირჩა. მატჩის 43-ე წუთზე კი კრისტიან პულისიკმა მორიგი გოლის გატანა შეძლო. ამერიკელი ფეხბურთელი ახალ სეზონს საოცრად იწყებს.
მილანმა დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა და დროებით სერია ა-ს ლიდერიც გახდა. პაულო ფონსეკას გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 11 ქულა მოაგროვა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:









