სერია ა-ს მე-6 ტურის გახსნით შეხვედრაში, მილანმა დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა. პაულო ფონსეკას გუნდმა ლეჩე უშანსოდ, 3:0 დაამარცხა და დროებით ჩემპიონატში გალიდერდა კიდევაც. "როსონერის" მხრიდან თავი გამოიჩინა ტეო ერნანდესმა, რომელმაც მილანის მაისურით სერია ა-ში 29-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ პაოლო მალდინის გაუთანაბრდა. მატჩის შემდეგ ფრანგმა ფეხბურთელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:
“აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ხალხი, გულშემატკივრები, თანაგუნდელები, ისინი მაჩვენებენ თავიანთ სიყვარულს და ეს გადამწყვეტია ჩემთვის.
მომავალი? მილანში ძალიან ბედნიერი ვარ, მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია."
ტეოს მილანთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.