დღეს, სერია A-ს მე-7 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი სან სიროზე გაიმართება. მაყურებელს მილანისა და ფიორენტინას საინტერესო დაპირისპირება ელოდება, სადაც სტეფანო პიოლი ყოფილ გუნდს შეხვდება.
ამ მატჩს მასიმილიანო ალეგრის გუნდი ძალიან დიდი დანაკლისით ხვდება. მილანს ამ შეხვედრაში 5 ფეხბურთელი ოფიციალურად დააკლდება: პერვის ესტუპინიანი, არდონ იაშარი, ადრიენ რაბიო, კრისტიან პულისიკი და კრისტოფერ ნკუნკუ — ეს ფეხბურთელები ფიორენტინასთან მატჩს 100% გამოტოვებენ. ხოლო რაც შეეხება რუბენ ლოფტუს-ჩიკს, ინგლისელს კუნთების გადაღლილობა/დაჭიმულობა აწუხებს, რის გამოც დიდი შანსია თამაში მანაც ვერ შეძლოს.
მილანი 6 ტურის შემდეგ, 13 ქულით, მე-4 პოზიციაზე იმყოფება და დღეს გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადასვლას მოახერხებს. რაც შეეხება სტეფანო პიოლის გუნდს, ფიორენტინა 3 ქულით, მე-18 პოზიციაზეა. დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.









