როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე ლიონის ოლიმპიკიდან ვილიარეალში გადავიდა. მისმა ტრანსფერმა შეადგინა 31 მილიონი ევრო, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ფორვარდი "სუბმარინას" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. მასთან ერთად, გავიხსენოთ პრიმერას დანარჩენი კლუბების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელებიც.
სიაში შეხვდებით უსმან დემბელეს (ბარსელონა), ჟოაუ ფელიქსს (ატლეტიკო), ჯუდ ბელინგემსა (რეალი) და სხვებს. როგორც აღვნიშნეთ, "ყვითლებს" ამ სიაში საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი წარმოადგენს.
| ლა ლიგის კლუბი | ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი | სატრანსფერო თანხა |
| ალავესი | ლუკას ბოიე | 5.8 მილიონი ევრო |
| ატლეტიკო | ჟოაუ ფელიქსი | 127.2 მილიონი ევრო |
| ბარსელონა | უსმან დემბელე | 148 მილიონი ევრო |
| ბეტისი | დენილსონ არაუჟო | 30 მილიონი ევრო |
| ბილბაო | ინიგო მარტინესი | 32 მილიონი ევრო |
| სელტა | იორგენ სტრანდ ლარსენი | 15 მილიონი ევრო |
| ელჩე | რაულ გუტი | 5 მილიონი ევრო |
| ესპანიოლი | რაულ დე ტომასი | 22.5 მილიონი ევრო |
| ხეტაფე | მარკ კუკურელია | 11.8 მილიონი ევრო |
| ჟირონა | იასერ ასპრილა | 18 მილიონი ევრო |
| ლევანტე | ნიკოლა ვუკჩევიჩი | 8.5 მილიონი ევრო |
| მალიორკა | ვედატ მურიქი | 8 მილიონი ევრო |
| ოსასუნა | ანტე ბუდიმირი | 8 მილიონი ევრო |
| ოვიედო | ფაბიო პინტო | 4.5 მილიონი ევრო |
| რაიო ვალეკანო | რაულ დე ტომასი | 11 მილიონი ევრო |
| რეალ მადრიდი | ჯუდ ბელინგემი | 127 მილიონი ევრო |
| სევილია | ჟიულ კუნდე | 35 მილიონი ევრო |
| სოსიედადი | უმარ სადიქი/ორი ოსკარსონი | 20 მილიონი ევრო |
| ვალენსია | გონსალო გუედეში | 40 მილიონი ევრო |
| ვილიარეალი | გიორგი მიქაუტაძე | 31 მილიონი ევრო |









