"ყველამ კარგად ვითამაშეთ, ვუტევდით, გავიტანეთ ორი გოლი, თანაც ისე რომ ჩვენს კარში არ გავუშვით. ახლა კი 26 მარტის თამაშს ველოდებით. წითელი ბარათის მომენტი? - ერთი-ერთზე გავდიოდი, მინდოდა გოლის გატანა, მაგრამ წამაქცია ლუქსემბურგელმა ფეხბურთელმა და ბარათიც მიიღო.
მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო და ვიცი, რომ 26 მარტს კიდევ უფრო მაგარი იქნება", - განაცხადა ქართველმა ფორვარდმა.











