საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში ლიონი სტუმრად ოსერს დაუპირისპირდა და 1:3 გაიმარჯვა, სადაც საუკეთესო გიორგი მიქაუტაძე იყო. ქართველმა ფორვარდმა გოლი და ასისტი მიითვალა.
მატჩის შემდეგ, მიქაუტაძემ საინტერესო კომენტარი გააკეთა და ალექსანდრ ლაკაზეტიზეც ისაუბრა.
"ყველაფერი კარგად მიდის. მეოთხე პოზიციაზე გადავინაცვლეთ და მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. ამასთანავე, ევროპა ლიგაზე ვთამაშობთ და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ვშრომობთ ყოველდღიურად, რათა ეს ტემპი შევინარჩუნოთ.
პენალტის ეპიზოდი? გუნდში ლაკაზეტი პენალტების პირველი დამრტყმელია. თერთმეტმეტრიანის დროს, მე და ლაკაზეტიმ ერთმანეთს შევხედეთ და ვკითხეთ - მე თუ შენ? - მან მითხრა, რომ მე უნდა შემესრულებინა და ცოტა ხანში, ვალი საგოლე გადაცემით დავუბრუნე.
ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ. ადაპტაციისთვის დრო მჭირდებოდა და ახლა ლიონში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ"









