აღსანიშნავია, რომ მეცის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა, ამჯერად თერთმეტმეტრიანი დარტყმით, თუმცა მეცისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა და გუნდი მაინც დამარცხდა.
მიქაუტაძე ფრანგულ კლუბს სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და უკვე 11 გოლის გატანა მოასწრო. ბომბარდირთა დავაში ის მე-5 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება უშუალოდ მეცს, მიქაუტაძის გუნდს 31 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვს და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.









