მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მეცის ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და გუნდის გამარჯვებაში მთავარი წვლილი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე უკვე 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
რაც შეეხება მეცს, ქართველი ფეხბურთელის გუნდს 29 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.









