ლა ლიგის ტურის ბოლო შეხვედრა ვილიარეალსა და ესპანიოლს შორის საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
ვილიარეალის მხრიდან გამორჩეული შეხვედრა ქართველმა ფორვარდმა ჟორჟ მიქაუტაძემ ჩაატარა, რომელმაც ჯერ ულამაზესი გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა მიითვალა.
აღნიშნულ შეხვედრაში მიქაუტაძემ 8.7 შეფასება მიიღო, რაც ნიკოლას პეპეს შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.
23 ტურის შემდეგ, ვილიარეალს 45 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს.









