მატჩის გმირი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, 87-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი ულამაზესი დარტყმით გაიტანა და ნაპოლის 3 ქულა მოუტანა.
"პირველი ნახევარი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, თანამედროვე ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ. მეორე ტაიმი ისეთი არ იყო, როგორიც გვინდოდა, თუმცა საბოლოოდ, მძიმე და საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ.
კვარაცხელია? - ის ნამდვილი ჩემპიონია და მისი თამაშის დონე უსასრულოა. კვარაცხელია ხშირად შემოდის ცენტრში და უფრო სასარგებლო ხდება. ეს არ უნდა მოხდეს სისტემატიურად და საჭირო დრო უნდა ვიპოვოთ ხოლმე.
ამ გამარჯვებამ ჩემს ფეხბურთელებს რწმენა დაუბრუნა, ახლა კი უნდა გავითავისოთ, რომ წინ ბევრი, ფინალის ტოლფასი, მატჩი გვაქვს სათამაშო", - განაცხადა მაცარიმ.









