პირველად ეს მოხდა 90-იანების დასაწყისში, როდესაც "პარტენოპეის" ცენტრალური მცველი დიდ ფეხბურთში დამკვიდრებას ცდილობდა. არიგო საკი ფიქრობდა უკანახაზის გაძლიერებაზე და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ "ლურჯების" მე-5 ნომერს განიხილავდა. იტალიელი ტაქტიკოსი გადაარწმუნა "როსონერის" იმდროინდელმა გენერალურმა მენეჯერმა, არიედო ბრაიდამ.
მიზეზი - ცენტრალური მცველისთვის უჩვეულო სიდაბლე (1.75). წლების შემდეგ, იტალიელმა ფუნქციონერმა აღიარა, რომ ის ვერ წარმოიდგენდა, თუ "კედელი" ასეთი მაღალი დონის უკანახაზელი გახდებოდა. რაც შეეხება "შავ-წითლების" მეორე უარს, ეს მოხდა 2000-იანი წლების ბოლოს, როდესაც უკვე ასაკში მყოფი კანავარო მადრიდის რეალს ტოვებდა.
"ეშმაკები" რეალურად განიხილავდნენ იტალიელი ცენტრალური მცველის დამატების ვარიანტს, თუმცა ბოლოს არჩევანი ახალგაზრდა და პერსპექტიულ ტიაგო სილვაზე შეაჩერეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სან სიროს ბინადრები ფაბიოსთვის ყოველთვის რჩებოდნენ ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ: 11 წაგება, 11 ფრე, 9 მოგება, 31 მატჩში.
დღეს, იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მილანს ზაგრების დინამოს მთავარი მწვრთნელის რანგში უპირისპირდება. მის გუნდს 24 საუკეთესოში მოსახვედრად მხოლოდ მოგება სჭირდება.











