აღსანიშნავია, რომ ბილეთების გაყიდვიდან ზუსტად 10 საათში, აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაიყიდა და ტრადიციულად, დინამო არენა სრული ანშლაგის მოლოდინშია.
სასიამოვნოა, რომ ამ შეხვედრის მასპინძლები ჩვენ ვართ. სტატისტიკურად, საქართველოს ნაკრები ქომაგობის მხრივ სრულ უმრავლესობაშია.
კერძოდ, ამ შეხვედრას ლუქსემბურგიდან მხოლოდ 300 გულშემატკივარი დაესწრება. შესაბამისად, სტადიონზე ლუქსემბურგის გულშემატკივარი მხოლოდ 0.5% იქნება.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს გამორჩეული გულშემატკივარი ჰყავს. რამდენჯერაც ჩვენი ნაკრების მატჩი სხვა ქვეყანაში ჩატარდა, თითქმის ყველა ჯერზე ტრიბუნაზე ქართველების ხმა უფრო ისმოდა, ვიდრე მასპინძელი ქვეყნის.
ასეთი მნიშვნელობის მატჩში კი ლუქსემბურგს მხოლოდ 300 ქომაგი ეყოლება.










