მილანის ვეტერანმა გამთამაშებელმა, ლუკა მოდრიჩმა ოქროს ბურთის მოგება გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხორვატი ფლეიმეიქერი დაასახელეს 2018-ში, მას შემდეგ, რაც მან რუსეთში გამართულ მუნდიალზე გაიბრწყინა.
"როდესაც თამაშობ მესისა და რონალდუს ეპოქაში, რთულია ინდივიდუალურ ჯილდოებზე ფიქრი. როცა France Football-დან დამირეკეს, არ ავიღე ყურმილი, რადგან არ მჯეროდა, რომ მოვიგებდი. მეგონა, მეტყოდნენ, თითქოს ჯილდოსთან ახლოს ვიყავი. ჩემმა ცოლმა დამარწმუნა, რომ მე თვითონ გადამერეკა და გამეგო, თუ რა ხდებოდა.
დავურეკე და მითხრეს - გაიმარჯვე, თუმცა ორი კვირა ეს არსად გააჟღერო. ვუთხარი მხოლოდ მეუღლესა და კოვაჩიჩს - მას ყველაფერს ვუყვები. არ მჯეროდა, თვალები მქონდა აცრემლებული, ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო."









