კატალონიის ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამავე გუნდის მთავარ ვარსკვლავსა და ლიდერზე, ლამინ იამალზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, იამალმა ტრავმა ახალხანს მოიშუშა, გუნდს წინა მატჩში დაუბრუნდა და უკვე სრულ მზადყოფნაშია.
"იამალი რომ საოცარი ტალანტია, ამას ლაპარაკიც არ უნდა. მას წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს, თუმცა მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის. მან თავის თავზე ბევრი უნდა იმუშაოს, რათა ერთი-ორი საფეხურით კიდევ მაღლა ავიდეს და პროგრესი არ შეწყვიტოს", - განაცხადა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ ფლიკი და იამალი მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე, პსჟ-ს წინააღმდეგ გამართავენ.









