შეხვედრის ერთადერთი გოლი ლისანდრო მარტინესის ანგარიშზეა, რომელიც არგენტინელმა 78-ე წუთზე გაიტანა. იმის მიუხედავად, რომ ფულემს უპირატესობა ჰქონდა, ლონდონელებმა "წითელ ეშმაკებს" ვერაფერი მოუხერხეს.
რუბენ ამორიმის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 29 ქულა მოაგროვა, რითაც მე-12 პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ფულემს, მარკო სილვას გუნდი 33 ქულით, მე-10 პოზიციაზე დარჩა.









