ინტერის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ირკვევა, გუნდის ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელმა ფეხბურთელმა და გუნდის კაპიტანმა ლაუტარო მარტინესმა, რომელმაც მარცხენა ფეხზე უკანა კუნთი დაიზიანა.
პირველადი ინფორმაციით დაზიანება მძიმეა, რის გამოც ლაუტარო მარტინესი 15-დან 20 დღემდე იუქმებს, რის შემდეგაც თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, არგენტინელი ფორვარდი მოედანს დაუბრუნდება.









